ტურიზმი – ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა

ტურიზმი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის რეგიონების ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, 20257,803,239
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, 20255,521,866
შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან, 20254,690,180,153
image

საქართველო – აღმოაჩინე განსხვავებული სამყარო

საქართველო გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებებს – უძველესი კულტურა, კავკასიის მთების სილამაზე და ტრადიციული სტუმარმასპინძლობა.

image

მდგრადი ტურიზმი – ბუნების დაცვით

ეკოტურიზმის ხელშეწყობით და დაცული ტერიტორიების განვითარებით, საქართველო ხელს უწყობს ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადგილობრივი თემების გაძლიერებას.

image

ტრადიციები, ფესტივალები და კულტურული მრავალფეროვნება

საქართველოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები საშუალებას გაძლევთ შეიგრძნოთ ქვეყნის სული, ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა.

image

საქართველო – ოთხი სეზონის ქვეყანა

ზამთრის სათხილამურო კურორტები, გაზაფხულის ბუნება, საზაფხულო სანაპირო დასვენება და შემოდგომის ღვინის კულტურა ქმნის დაუვიწყარ თავგადასავალს მთელი წლის განმავლობაში.

image

მისია, მიზანი და ხედვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელს უწყობს საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას და შიდა ტურიზმის განვითარებას. მისი მიზანია საქართველო წარმოაჩინოს, როგორც მაღალი ხარისხის ტურისტული ქვეყანა, გამორჩეული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მომსახურების მაღალი დონითა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციით, რაც ვიზიტორებისთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის.

image

ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობები

2026 წლის 1 იანვრიდან „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

პოლისის სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს. პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ.

პოლისში აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი მონაცემები:

  • დაზღვევის მხარეები;
  • დაფარული ტერიტორია;
  • დაზღვევის საგანი;
  • დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო;
  • სადაზღვევო რისკები და სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები);
  • სადაზღვევო შესატანის მოცულობა, გადახდის ადგილი და ვადა.

ზემოხსენებულთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ტურისტს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა საჭიროა დაზღვეული ჰქონდეს საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე.

პოლისის ქონის ვალდებულება არ ვრცელდება:

  • დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;
  • დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;
  • საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;
  • პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.

„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N602 დადგენილების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი.

image

ჩვენ შესახებ

სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე, ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ასევე ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.

 

იხილეთ მეტი

მედია ცენტრი

გაეცანით უახლეს ტურისტულ ინფორმაციას ჩვენი სტატიების და ბლოგების მეშვეობით

14.05.2026

ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს

ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით...

image
13.05.2026

Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

image
11.05.2026

მზარეულების საყურადღებოდ!

მზარეულების საყურადღებოდ!

image
05.05.2026

ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან

ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან

image
04.05.2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოში მოქმედი გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირების წევრებთან „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებისა და აღსრულების მექანიზმის შესახებ იმსჯელეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოში მოქმედი გიდების...

image
23.04.2026

თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა

თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა

image
16.04.2026

B2B Summit by Tarifa -ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა

B2B Summit by Tarifa -ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს...

image
09.04.2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კერძო სექტორის წარმომადგენელებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კერძო სექტორის...

image
08.04.2026

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში  უმსხვილესი მედიასაშუალებები გაეცნენ

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში  უმსხვილესი მედიასაშუალებები გაეცნენ

image
06.04.2026

საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე...

image

საჯარო ინფორმაცია

მიიღე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები

imageადმინისტრაციის წლიური ანგარიში
imageსსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი
imageსამართლებრივი აქტები
imageსახელმწიფო შესყიდვები
imageსაკადრო უზრუნველყოფა
imageსაჯარო ინფორმაციის გვერდი

ე - ბიბლიოთეკა

აღმოაჩინე ციფრული რესურსების უდიდესი კოლექცია

კვლევები

გაეცანით თანამედროვე კვლევებს ტურიზმის სფეროში

imageსტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა
imageსაერთაშორისო ვიზიტორების კვლევა
imageშიდა ვიზიტორების კვლევა
imageგამყვანი ვიზიტორების კვლევა
imageეკონომიკური მაჩვენებლები
imageტურისტული სერვისის მიმწოდებლები
image
image

აღმოაჩინე საქართველო

უძველესი კულტურის, ულამაზესი ბუნებისა და მრავალფეროვანი თავგადასავლების ქვეყანა.

georgia.travel
image
image

დაგეგმე ღონისძიება, აღმოაჩინე უნიკალური შესაძლებლობები

ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ღონისძიებების დაგეგმვაში.

gceb.ge
image
image

მოიძიე საუკეთესო ადგილი დაუვიწყარი მოგზაურობისთვის

გაეცანი ქვეყნის სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს, რაც საუკეთესო საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ საქართველოს მრავალფეროვნება.

places.georgia.travel
image
image

მიიღე მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელს უწყობს ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

exhibitions.gnta.ge