2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 47,430 ვიზიტი შედგა, რაც +10.5%-ით, +4,525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საერთაშორისო ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%), კატარიდან (+15.9%) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+12.5%).
2025 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+45,081 ვიზიტით მეტი; +35.7%), აზერბაიჯანი (+35,776 ვიზიტით მეტი; +36%), ინდოეთი (+18,146 ვიზიტით მეტი; +31.4%) და ჩინეთი (+13,902 ვიზიტით მეტი; +42.3%).

09.07.2025
2025 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
მიმართულებები
ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი