ჩვენ შესახებ
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე, ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ასევე ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მოადგილეები