2023-05-03 06:00 - 2023-05-05 10:00
ციფრული მარკეტინგი - თბილისი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამდღიანი ტრენინგი ციფრული მარკეტინგი ჩატარდა, აღნიშნული კურსი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონსულტანტმა საერთაშორისო ტრენერმა მონსერატ პენაროიამ გამართა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ თემატიკებს: SOSTAC მეთოდოლოგიის როლი ციფრულ მარკეტინგში, ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციები, ახალი ტურისტული ბაზრის სეგმენტები ციფრულ ინდუსტრიაში, კონკურენტის ანალიზის შექმნა და ორგანიზაციის ბენჩმარკინგი, სვოტ ანალიზი, Google Analytics 4-ის მართვა, ორგანიზაციისთვის KPI-ის განსაზღვრა(მარკეტინგის შესრულების ძირითადი ინდიკატორები) და აშ;
თბილისი 03.05.2023 - 05.05.2023