საქართველოში 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში, 3,153,741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა +4.4%-ია. იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,270,363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +6.9%-ით მეტია.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც, აპრილი-ივნისის პერიოდში და 1,311,416 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +10.7%-ით მეტია. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტებს, მეორე კვარტალში 1,838,913 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +6.9%-ით მეტია.