2024-04-22 06:00 - 2024-04-22 10:00
პირველი დახმარება - თბილისი
ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის განმავლობაში სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით არაერთი მოკლევადიანი სასწავლო კურსი ხორციელდება. ამ ეტაპზე დაიგეგმა ტრენინგი - ”პირველი სამედიცინო დახმარება“ ტრენინგის თემატიკები: პირველი დახმარების ძირითადი პრინციპები და პირადი უსაფრთხოება, პირველი დახმარება გულის გაჩერების დროს (გულ-ფილტვის რეანიმაცია), პირველი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში, პირველი დახმარება ჭრილობის (მათ შორის დამწვრობის და ნაკბენების დროს - კონტექსტიდან გამომდინარე) და სხვა.
თბილისი 22.04.2024 10:00-14:00