საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელს უწყობს საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას და შიდა ტურიზმის განვითარებას. მისი მიზანია საქართველო წარმოაჩინოს, როგორც მაღალი ხარისხის ტურისტული ქვეყანა, გამორჩეული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მომსახურების მაღალი დონითა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციით, რაც ვიზიტორებისთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის.
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე, ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ასევე ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.
გაეცანით უახლეს ტურისტულ ინფორმაციას ჩვენი სტატიების და ბლოგების მეშვეობით
უძველესი კულტურის, ულამაზესი ბუნებისა და მრავალფეროვანი თავგადასავლების ქვეყანა.
ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ღონისძიებების დაგეგმვაში.
გაეცანი ქვეყნის სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს, რაც საუკეთესო საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ საქართველოს მრავალფეროვნება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელს უწყობს ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას მსოფლიოში.