საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავსტრიაში ქვეყნის ტურისტულ გამოცდილებას გაეცნენ

საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავსტრიაში, ქვეყნის ეკონომიკის ფედერალური სამინისტროსა და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ვიზიტი ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავსტრიის ტურიზმის პოლიტიკის სტრატეგიას გაეცნენ.

შეხვედრებზე განიხილეს რეგიონული ტურიზმის განვითარების, ტურიზმის სტატისტიკისა და მონაცემთა დამუშავების, ტურისტული ნაკადების მართვის, ინოვაციებისა და მდგრადი ტურიზმის საკითხები.

ქალაქ ლინცში მდებარე ზემო ავსტრიის ტურისტულ საბჭოში შეხვედრაზე განიხილეს 4 სეზონის ტურისტული მიმართულების კონცეფცია და ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვის საკითხები.

მსგავსი სიახლეები