საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

შეგახსენებთ, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

კანონის შესაბამისი ჩანაწერი ( მე-11 მუხლი):

„1. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი.

  1. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.“

გასათვალისწინებელია, რომ კლასიფიკატორების გათვალისწინებით, ტურისტული საქმიანობებს მიმწოდებლები ექვემდებარებიან შემდეგ კოდებზე რეგისტრაციას:

  • ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) - რეგისტრირდება კოდზე - 11.0 - ტურისტული სააგენტოს საქმიანობები;
  • ტუროპერატორი - რეგისტრირდება კოდზე - 12.0 - ტუროპერატორების საქმიანობები;
  • გიდები და გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი რეგისტრირდება კოდზე -79.90.0 - დაჯავშნისა და მომსახურება და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები, კერძოდ: საფეხმავლო გამყოლი, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი რეგისტრირდებიან კოდზე - 19.0 - სხვა სპორტული აქტივობები.

გთხოვთ, რეგისტრაციის მიზნით, 2025 წლის 1 იანვრიდან მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: n.fanjakidze@gnta.ge