საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

2024 წელს საქართველოში  მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

მიმართულებები
ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

2024 წელს საქართველოში  მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები.  

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310,982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +43.3%-ია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები  ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში  124,335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +46.8%-ია. ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან საქართველოში  88,583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%--ია. ზრდა არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-დან საქართველოში  51,728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია.  

 

 

მსგავსი სიახლეები