ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით, მადრიდში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) სათაო ოფისში, გაიმართა ღონისძიება – „აღმოაჩინე საქართველო - ტურისტული და კულტურული პერსპექტივა". ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების, კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური ტურისტული პროდუქტების წარმოჩენას მიეძღვნა, დიპლომატიური კორპუსისა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ წარადგინა. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, მდიდარ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომ ტურისტულ გამოცდილებებსა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ ტრადიციებს, გასტრონომიასა და ტურისტულ მიმართულებებს.
16.06.2026
„აღმოაჩინე საქართველო - ტურისტული და კულტურული პერსპექტივა"
ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი





