image

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში შაიხა ნასერ ალ ნუვაისი საქართველოს მთავრობის წევრებს, ბიზნეს სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა, გაეცნო ქვეყნის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.
ვიზიტის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომ 2027 წელს საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ინოვაციების ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც ქუთაისის ტექნოჰაბში გაიმართება. 
ვიზიტის ბოლო დღეს შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა თბილისის ისტორიული ღირსშესანიშნაობები და არქიტექტურული ძეგლები დაათვალიერა. დედაქალაქში ყოფნისას გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაესწრო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ერისიონის შოუს.
დედაქალაქის გარდა, გენერალური მდივანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსაც ეწვია. შაიხა ნასერ ალ ნუვაისი გაეცნო ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს.
ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ინდუსტრიის განვითარებას.

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image

მსგავსი სიახლეები