ტურიზმი მოგზაურობაზე მეტია - ეს არის ადამიანების შეხვედრა, ახალი კულტურების აღმოჩენა და ემოციები, რომლებიც მოგზაურობის დასრულების შემდეგაც გვრჩება.
საქართველოში კი სტუმართმოყვარეობა ის განსაკუთრებული ძალაა, რომელიც სტუმარს არა მხოლოდ გულით ხვდება, არამედ უკან დაბრუნების სურვილს უჩენს.
სწორედ ეს არის საქართველო - ქვეყანა, სადაც ჩამოდიხარ სტუმრად და ხშირად ბრუნდები მეგობრად.
მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს.
ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარება და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში!





