image

საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.  კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანია „Dragon Trail International“-თან თანამშრომლობით, ადმინისტრაციამ ჩინეთის 9 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. ტურის მონაწილეები ეწვივნენ ქუთაისს, ლეჩხუმს, სვანეთსა და ბათუმს.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინელმა ტუროპერატორებმა ქართველ კოლეგებთან B2B ფორმატის სამუშაო შეხვედრები გამართეს - დაამყარეს პირდაპირი ბიზნესკონტაქტები და მომავალი თანამშრომლობის ორიენტირები განსაზღვრეს.

ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეთის სამება მოინახულა.

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image

მსგავსი სიახლეები