image

გერმანიაში საქართველოს ტურისტული მიმართულების  შესახებ მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს

მიმართულებები
ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

 

გერმანიიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, რომელიც წლოს ბოლომდე გაგრძელდება.  

კამპანიის ფარგლებში, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიების: ZDF-ის, VOX-ის, n-tv-სა და Sky-ის ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება მიმდინარეობს. ტელეკომპანიების აუდიტორია 66 მილიონს აჭარბებს.

ვიდეო რეკლამის პარალელურად გერმანიის დიდ ქალაქებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ბანერებია განთავსებული.

კამპანიის მიზანია, ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ზამთრის კურორტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას გერმანიიდან საქართველოში.

მსგავსი სიახლეები