საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2017 წლის 14-15 დეკემბერს, ქ. თელავში გაიმართება ვორქშოპი „შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დაგეგმვა“. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებს, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულები ან გეგმავენ აღნიშნულ სექტორში საქმიანობის დაწყებას.

ვორქშოპის მიზანი:

ტურიზმით დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ტურიზმის სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ და აჩვენოს გზები როგორ მოიპოვონ და გამოიყენონ სტატისტიკური მონაცემები თავიანთი საქმიანობის პროცესში. თანამედროვე სწავლების მეთოდების საშუალებით მონაწილეებს ჩამოუყალიბდებათ თანმიმდევრული ხედვა თავიანთი ბიზნესის განვითარების გზებზე.

ვორქშოპი სამ ნაწილად გაიყოფა, რომლის დროსაც პასუხი გაეცემა შემდეგ სამ შეკითხვას:

1. რა უნდა ვიცოდეთ საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად?
2. როგორ განვავითაროთ მარკეტინგული გეგმა?
3. როგორ განვავითაროთ განთავსების საშუალებების ბიზნესი და როგორია სახელმწიფო ტურიზმის მასტიმულირებელი პოლიტიკა?

ვორქშოპზე ძირითად სამუშაო მასალად გამოყენებული იქნება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს მიერ შემუშავებული „სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის დასაგეგმად“.

ვორქშოპში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეების შერჩევა მოხდება შევსებული ანკეტის საფუძველზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამოტივაციო წერილს.

დღის წესრიგი

რეგისტრაცია

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X