საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2019 წლის 4 მაისს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც.
უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო, საქმიანი და მდგრად ტურიზმთან (ეკოტურიზმი, მწვანე, სოფლის, ეკოლოგიურ, და სხვ) დაკავშირებულ ნაშრომებს.
კონფერენციის მიზანი:
ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.
კონფერენციის მხარდამჭერები:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
ევროპის უნივერსიტეტი
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტი (ISET)
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პროფესიული კოლეჯი ”იკაროსი”
მნიშვნელოვანი თარიღები:
12 აპრილი – თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
15 აპრილი – მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
25 აპრილი – ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
29 აპრილი – შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.
4 მაისი – პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.
სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითდა კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი. ასევე, შერჩეული ნაშრომები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.
თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
tourismconference@gnta.ge
მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), სწავლის საფეხური და უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაცია ნაშრომის ტექნიკურ მხარეზე და შეფასების კრიტერიუმებზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.