14 აპრილი, 2018 | საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
 
ქართული ვერსია


 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2018 წლის 14 აპრილს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც. ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ მეხუთე სტრატეგიული მიზნის ერთ-ერთი სპეციფიკური ამოცანის შესრულებას:

5.1. სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტული პროდუქტებისა და ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა.

აღნიშნული ამოცანის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ ისეთი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება როგორიცაა, მაგალითად: ღვინის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, MICE ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, კულინარიული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სხვა. უპირატესობა მიენიჭება საქართველოში ინოვაციურ ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებულ თემებს.

ნაშრომში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში და განხორციელდება

საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025 წ.

კონფერენციის მიზანი:

ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.

კონფერენციის მხარდამჭერები:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
ევროპის უნივერსიტეტი
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტი (ISET)
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პროფესიული კოლეჯი ”იკაროსი”

მნიშვნელოვანი თარიღები:

19 მარტი– თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
22 მარტი- მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
28 მარტი- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
5 აპრილი-შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.
14 აპრილი- პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.

სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითდა კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი. ასევე, შერჩეული ნაშრომები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.

თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
tourismconference@gnta.ge

მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), სწავლის საფეხური და უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაცია ნაშრომის ტექნიკურ მხარეზე და შეფასების კრიტერიუმებზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაციისთვის

დღის წესრიგი

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X