მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა სასტუმროს თანამშრომლებისათვის ტრენინგებს აგრძელებს. 6 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით თბილისის, გორის, ქუთაისის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, მესტიისა და თელავის 80 სასტუმროს თანამშრომლებმა კურსი გაიარეს სახელწოდებით „მარკეტინგი და გაყიდვების მხარდაჭერა.” ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა :მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში, ინტერნეტმარკეტინგი. ბაზრისკვლევა, კონკრეტული გარემო და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.