კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგით მე-14 პრესტური გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტ წარმომადგენელს მთიან აჭარაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა. სამდღიანი პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს. ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერი და თაღოვანის ხიდი მოინახულეს. სოფელ ვაიოში გორგილაძეების ოჯახს ესტუმრნენ, სადაც ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნენ.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.