Welcome to Georgia! National Tourism Awards ეს არის ყოველწლიური ეროვნული
დაჯილდოვების ცერემონიალი ტურიზმის სფეროში, რომლის თანაორგანიზატორია
საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია. ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს
მზადება მეორე ყოველწლიურ ეროვნული დაჯილდოვების ცერემონიალისთვის. 15 ივნისიდან
1 სექტემბრამდე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას, მთელი საქართველოს
მაშტაბით: სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის კომპანიებს, ტურისტულ კომპანიებს,
ფოტოგრაფებს, გასართობ ობიექტებს და ა.შ. შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Welcome to
Georgia! National Tourism Awards-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გახდნენ ყოველწლიური
ეროვნული დაჯილდოვების ცერემონიალის ნომინანტები.
ნოემბრის ბოლოს კი გაიმართება Welcome to Georgia! National Tourism Awards-ის
ოფიციალური დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები 18
განსხვავებულ კატეგორიაში:
1. BEST BUSINESS EVENT VENUE AWARD
2. BEST MICE TOURISM AWARD
3. BEST TOURISM RESTAURANTS SERVICES AWARD
4. BEST TOURISM WINERY AWARD
5. BEST BOUTIQUE ACCOMMODATION AWARD
6. BEST STANDARD ACCOMMODATION AWARD
7. BEST DELUXE ACCOMMODATION AWARD
8. BEST WELLNESS & SPA RESORT AWARD
9. BEST SKI ACCOMMODATION AWARD
10. BEST SEA ACCOMMODATION AWARD
11. BEST LOW BUDGET ACCOMMODATION AWARD
12. BEST TOURISM INNOVATION OF THE YEAR AWARD
13. BEST ENTERTAINMENT VENUE TOURISM AWARD
14. BEST FESTIVAL OR EVENT AWARD
15. BEST INCOMING TOUR OPERATOR AWARD
16. BEST OUTBOUND TOUR OPERATOR AWARD
17. BEST ADVENTURE TOURISM AWARD
18. BEST TRAVEL PHOTOGRAPHER
რეგისტრაციის შემდეგ თითოეული ნომინანტი მიიღებს მის პირად ონლაინ კაბინეტზე წვდომის
უფლებას, სადაც უნდა შეავსონ კითხვარი და ატვირთონ საჭირო დოკუმენტები რის
საფუძველზეც მოხდება მათი შეფასება პროფესიონალი ჟიურის მიერ. თითოეული ჟიურის
წევრი ინდივიდუალურად შეაფასებს ნომინანტებს. ჟიურის წევრები ნომინანტების შეფასებას
დაიწყებენ 19 სექტემბრიდან. ამასთანავე 1 სექტემბრიდან დაიწყება ონლიან ხმის მიცემა,
ნებისმიერ პიროვნებას http://awards-tourism.com ვებ-გვერდის მეშვეობით შეეძლება მისცეს ხმა თავის სასურველ ნომინანტს. Welcome to Georgia! National Tourism Awards-ში გამარჯვების შანსი ყველა ნომინანტისთვის თანაბარია. შეფასების პროცესების სამართლიანობას თვალს ადევნებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია BDO Georgia.
დარეგისტრირდით და გახდით საუკეთესო საქართველოს ტურიზმის ბაზარზე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://cabinet.awards-tourism.com/register