ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სასტურმოების მომსახურე პეროსანლისთვის ტრენინგებს აგრძელებს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადების კურსს იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონების სასტუმროების 140 თანაშრომელი გადის. ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ყვარელსა და სიღნაღში ამ ეტაპზე შერჩეულია 70 განთავსების საშუალება. ტრენინგები სასტუმროს საქმესა და მომსახურების უნარჩვევებში ტარდება. გადამზადების კურსი უკვე დასრულდა სიღნაღში, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისრაციის ხელმძღვანელმა კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:
• სასტუმრო საქმე;
• სასტუმროს ძირითადი ტურისტული შეთავაზებები;
• სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები;
• რეცეფციის მუშაობის თავისებურებები;
• კომუნიკაცია რეცეფციასა და სასტუმროს კვების ობიექტს შორის;
• კომუნიკაცია ტურისტულ ბიზნესში: საქმიანი ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება. რეკლამა და პოპულარიზაცია;
• მომსახურების ხარისხი;
• სასტუმროს სტანდარტი;
• ტურისტთა კვების თავისებურებანი;
• მენიუს შედგენის თავისებურებები;
• რეზერვაცია, ანგარიშსწორება;
• ნომრის მომზადება სტუმრის მისაღებად;
• ინვენტარის მოვლა, აღწერა;
• სასტუმროს თანამშრომლების უფლება მოვალეობები;
• თანამშრომლების ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლინა;
• ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;