ბორჯომის მუნიციპალიტეტში მედიაჯომარდი გაიმართა. ტურნირში ტელეკომპანების, რადიოების და ინტერნეტ გამოცემების 21 გუნდი იღებდა მონაწილეობს. მდინარე მტკვარზე, 800 მეტრიან მონაკვეთზე მედიის წარმომადგენლები სატურნირო დისციპლინებში: სპრინტსა და პირისპირ დაშვებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მედია ჯომარდი უკვე მეხუთედ ტარდება . ეს ტურნირი ფედერაციის ოფიციალურ კალენდარშია შესული. შეჯებრების მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. წლევანჯომარდობაში გამარჯვება რადიო იმედის გუნდმა იზეიმა. მეორე ადგილი რადიო ჯაკომ დაიკავა. მე-3 ადგილზე კი ტელეკომპანია იმედი გავიდა.
გამარჯვებულებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა პრიზები, მათშორის მაღალი კლასის სასტუმროების სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.