საქართველოში ღვინის ტურიზმის პოტენცილიას გასაცნობად 6 ქვეყნის ჟურნალისტები იმყოფებიან. ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის, პოლონეთის, დანიის, სამხრეთ კორეის, თურქეთისა და რუსეთის სამოგზაურო ჟურნალისტების კორესპონდენტები საქართველოში 3 ივნისს ჩამოვიდნენ. პრესტური 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს თბილისის ისტორიული უბნები, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში კი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ.
პრესტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონის მეღვინეობებს. ეწვევიან მუხრანს, თელავს, წანანდალს, ყვარელს, სიღნაღს და ქინძმარაულს, ალავერდს და ნაფარეულს.
საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტები სხვადასხვა ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშაულებებისათვის საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
პრესტურთან საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:
„ღვინის ტურიზმის განვითარება ჩვენი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში 6 ქვეყნიდან წამყვანი ჟურნალისტები მოიწვია, რომლებიც ღვინის თემატიკის შესახებ მსოფლიო მასშტაბით წერენ სტატიებს. ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს და ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. ეს პრეტური დავამთხვიეთ Expo Georgia-ში მიმდინარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენას, რომ სტუმრებს საშუალება ჰქონდეთ ერთადგილას უფრო უკეთ გაეცნონ საქართველოში წარმოებულ სასმელებს.“