პოპულარული სამხრეთ კორეული ტელეკომპანია EBS საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისრაციის ორგანიზებით ერთი კვირით ჩამოვიდა. ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა უკვე გადაიღეს მესტიის, უშგულის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორის, სიღნაღის, ყვარელისა და თბილისის ტურისტული ადგილები, ასევე პრომეთეს მღვიმე და უფლისციხე. ტელეკომპანია EBS დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ იქნება საქართველოს კურორტორები, ქართული სამზარეულო და ღვინო. ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ხალხის ცხოვრების წესები და ტრადიციები. ტელეკომპანია EBS-ს სამხრეთ კორეაში 3 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.