საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კორეის ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კორეის რესბულიკაში ნიკოლოზ აფხაზავამ. დოკუმენტი 24 ივლისს, სეულში კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით გაფორმდა.
შეთანხმება მიზნად ისახავს ორ უწყებას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, ტურიზმის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და ქვეყნებს შორის ტურისტების მიმოსლის ხელშეწყობას.