სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, “გაიცანი საქართველოს” კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტები ანაკლიასა და ზუგდიდს ეწვივნენ.
მედიის წარმომადგენლები ანაკლიაში GEM-fest-ის ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილი გაესაუბრა ელექტრონული მუსიკის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის უცხოელ და ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომელთაც მსგავსი ფესტივალების ორგანიზების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვთ.
პრესტურის მეორე დღეს ჟურნალისტებმა ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარის მონახულეს.