მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო და გასართობი ჟურნალი „Time Out“ თბილისს ევროპის 10 საუკეთესო ქალაქს შორის ასახელებს, რომელსაც 2015 წელს უნდა ეწვიო. თბილისთან ერთად დასახელებულია: ლისაბონი, კრაკოვი, კოპენჰაგენი, რიგა, სპლიტი, შტუტგარდი და სხვ.
„ მოიწყინეთ ბერლინით? დაგღალათ ტოსკანამ და პარიზმა? ეს ადგილები უკვე ხომ მოვინახულეთ, ამიტომ თუ სერიოზულად ფიქრობთ ევროპაში მოგზაურობას ეწვიეთ შემდეგ ადგილებს.
თბილისი, საქართველო
თბილისი ისტორიული იმპერიების საზღვარზე მდებარეობს. საქართველოს დედაქალაქი მიმზიდველი და შერეული არქიტექტურით, ადათ-წესებითა და ტრადიციებით გამოირჩევა. ამ ქალაქის იდუმალებით მოცული ტურისტული ადგილები ვიზიტორებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა.
ტექნიკურად საქართველო ევროპაში არ მდებარეობს, (ეს სულ არ უშლის ხელს ამ ქვეყანას ავსტრალიის მსგავსად ევროვიზიაში მიიღოს მონაწილეობა) მაგრამ ძველ თბილისში სეირნობისას იხილავთ უძველეს მართლმადიდებლურ ტაძრებს და „არტ-დეკოს“ სტილში აგებულ შენობებს, რაც საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და დასავლურ ორიენტაციას ამტკიცებს. ქალაქის გარშემო „ჰიპსტერის“ წვერივით და თმასავით იზრდება თანამედროვე კაფე-ბარების რაოდენობა, აქ ირევა თბილისის სწრაფადმზარდი სტუდენტური საზოგადოება. გაუხვევ კუთხეში და სხვა სამყაროს გაიცნობ, აღმოაჩენ ზოროასტრულ ათასწლოვან ტაძარს, რომელიც სპარსელებმა დაარსეს. დაათვალიერებ გოგირდის აბანოებს და შენობების თავზე დადგმულ მინარეთებს. თბილისი თანდათან იშორებს საბჭოთა იერსახეს და დასავლეთისათვის ხელახლა ხდება მისაწვდომი. თავგადასავლების მოყვარული მოგზაურთათვის საქართველოს დედაქალაქის მდიდარი კულტურის გაცნობა კვლავ გახდა შესაძლებელი. არასდროს ყოფილა ამაზე უკეთესი დრო, რომ ამ ქალაქს ეწვიოთ. „
ჟურნალი „Time Out“ 1968 წელს ლონდონში დააარსდა, ჟურნალი მსოფლიოს 38 ქვეყანაში 89 ქალაქში გამოდის და როგორც ბეჭდურ ასევე ონლაინ გამოცემას 40 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

http://www.timeout.com/city-guides/10-best-european-destinations/