კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მორიგი პრესტური რაჭასა და ლეჩხუმში მართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ეწვევიან. „გაიცანი საქართველო“-ს პრესტურის ფარგლებში რაჭაში ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩართული ტურისტულად საინტერესო ობიექტები დაათვალიერეს. პროექტ Check in Georgia-ის ფარგლებში მედისაშუალებების წარმომადგენლები ფოლკლორულ ფესტივალ ფუძეობას დაესწრნენ. ამბროლაურში მსმენელების წინაშე ნინო ქათამაძე, ლექსო თორაძე, ნიკოლოზ რაჭველი და სახელმწიფო ორკესტრი წარდგნენ.
„გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ჟურნალისტებმა რაჭაში მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ჭელიშის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი მოინახულეს, სოფელ ზემო კრიხში, მე-10 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მთავარანგელოზის ეკლესია, ამბროლაურში კი სიყვარულის ჩანჩქერი დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ ადგილობრივ მარანს, სადაც ღვინო და კერძები დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებმა ლეჩხუმში საირმის სვეტებს დაათვალიერეს, სადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა, იდენტიფიცირება და მარკირება დაასრულა. ტურის ბოლოს მედიის წარმომადგენლებმა ნაქერალას ქედის ფერდობზე მდებარე ცხრაჯვარის სალოცავი დაათვალიერეს, რომელიც ზღვის დონიდან 1569 მეტრზე მდებარეობს.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.