გავლენიანი ამერიკული გამოცემა Forbes საქართველოში ტურიზმის სტრატეგიას წარმატებულად აფასებს.
“საქართველოში ტურიზმს სულ უფრო სერიოზულად ეკიდებიან. ამის მაგალითია იასპერ ბლექი, ჰოლანდიელი ტურისტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისას 2016 წლის მე-6 მილიონე ვიზიტორი აღმოჩნდა. ჰოლანდიელი ტურისტი აეროპორტიდან მერსედესით გააცილეს, წითელ ხალიჩაზე დახვედრა მოუწყვეს და სადილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეახვედრეს. ამ კამპანიის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდიც შეიქმნა, სადაც ქართველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში, თუ რა კერძით გამასპინძლებოდნენ მე-6 მილიონი ვიზიტორს : ხინკლით თუ ჩქმერული წიწილით. “-წერს ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი.
Forbes ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ნახტომისებურად იზრდება. “2011 წელს საქართველოს 2.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, 2016 წელს კი ამ რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. ეს დიდი მოვლენაა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის მდებარეობს. საქართველო მოულოდნელად მოგზაურთა რადარზე გამოჩნდა. 2015 წელს საქართველომ New York Times-ის მიხედვით, 25-ე პოზიცია დაიკავა 52 ტურისტულ მიმართულებას შორის. საქართველოს მიმართულებით ევროპიდან ახალი ავიარეისები დაინიშნა. ეს ქვეყანა Conde Nast Traveler’s სიაში ღვინის ყველაზე ცხელ მიმართულებად არის აღიარებული. ”
Forbes ჟურნალისტის თქმით საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ყველა ფრონტზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, რაც ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკაში პოზიციების გამყარებას. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახალი ტურისტული სტრატეგია შექმნა, რომლის მიზანია მთელი მსოფლიოდან მაღალმხარჯველი ტურისტთა ნაკადების მოზიდვა.
“საქართველო ყოველთვის იყო კულტურის, სტუმარმასპინძლობის და სითბოს სინონიმი. სტუმრებს საქართველოში ღვთისგან გამოგზავნილ საჩუქარს უწოდებენ. საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს უდიდეს ტურისტულ მიმართულებად იქცეს. ეს ქვეყანა გამოირჩევა UNESCO-ა მსოფლიო მემკვიდრეობის შესანიშნავი ძეგლებით, ალპური მთიანი სოფლებით, შუასაუკუნეების მონასტრებით და უგემრიელესი სამზარეულოთი, მაგრამ საქართველოს მსოფლიო რუკაზე დამკვიდრებას ალბათ ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ღვინის კულტურამ. ეს ტრადიცია 8 ათასი წლით თარიღდება. ბორცვებზე გაშენებული შესანიშნავი ვენახები იტალიის ტოსკანას მოგაგონებთ, საქართველო ცნობილია ასობით უნიკალური ვაზის ჯიშით. კახეთი ყველაზე გამორჩეული ღვინის რეგიონია საქართველოში, აქ ბერები ქვევრში ღვინოს ამზადებენ.”
ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი.სტატიაში აღწერს ქვევრს და ღვინის ფერმენტაციის წესებს, ასევე საუბრობს საზღვარგარეთ ნასწავლ ქართველებზე, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ტურისტულ სექტორში დასაქმდნენ.
“ნინო ტურაშვილი რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობს, კარგი მაგალითია ახალგაზრდა, მობილური პროფესიონალის, ის საქართველოში ცოდნით და ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თეორიით დაბრუნდა.”
სტატიაში მოყვანილია ნინო ტურაშვილის ციტატა:
” საქართველოში ყოველთვის იყო სტუმარმასპინძლობის კულტურა, მაგრამ საჭიროა ადგილობრივი პატარა ბიზნესის მფლობელებმა ისწავლონ თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის სტანდარტების დაცვა და ამავდროულად შეინარჩუნონ გულუხვობა და სტუმარმასპინძლობის ქართული სული.”
Forbes-ის სტატიაში მოყვანილია წარმატებული ბიზნესმაგალითები, თუ როგორ დაიწყეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა საქმიანობა ტურიზმში და მიაღწიეს კარგ შედეგს.
Forbes-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩურჩხელას, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, ასევე ერთ-ერთ უდიდეს პორტალზე Amazon-ზე იყიდება.
“ახლახანს ერთ-ერთ სამოგზაურო ფორუმზე საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიაში ამბიციური მიზანი დაისახა: 2 წელიწადში აშენდეს 25 ახალი სასტუმრო, გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობთ განვითარდეს საოჯახო სასტუმროები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე ამაღლდეს ტურისტული სტანდარტები. საქართველოს მიზანია 2025 წლისთვის ტურიზმიდან $6.6 მილიარდი შევიდეს ქვეყანაში. ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველო Google-თან და სამოგზაურო პორტალებთან: Tripadvisor და Expedia თანამშრომლობს, ინოვაციური ხდება ინტერნეტ და სატელევიზო კამპანიები, მათ შორისაა ისეთი ცნობილი კამპანია, როგორიცაა მე-6 მილიონი ვიზიტორის სტუმრობა საქართველოში. რაც შეეხება იასპერ ბლექს, ის საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი კვირა საკმარისი არ იყო ამ ქვეყანაში. მან გვითხრა, რომ მოგზაურობა შეწყვიტა და საქართველოში მონაწილეობა მიიღო კონკურსში “ცეკვავენ ვარსკვლავები”
თბილისში პირველად ჩავლისას ბლექს დიდი ბილბორდით დახვდნენ, სადაც ეწერა ” ის ჩამოვიდა”
როგორც ხედავთ საქართველოში ტურიზმის სტრატეგიამ გაამართლა.
https://www.forbes.com/sites/stephanrabimov/2017/10/03/georgias-tourism-strategy-is-starting-to-pay-off/#7089a0bc3316