ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბრიტანეთის, გერმანიის,ჰოლანდიის, ბელარუსის და უკრაინის მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ. ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა თბილისის, მცხეთის და ყაზბეგის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. საქართველოს დედაქალაქში სტუმრობისას წამყვანი ტელეკომპანიების კორესპონდენტები და ბლოგერები საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ. საბავშვო ევროვიზიის რიგით-15 კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.