გუდაურში ზამთრის ყველაზე ექსტრემალური და გასართობი შეჯიბრი Red Bull Jump&Freeze / ,,გადმოხტი და გაიყინე” გაიმართა. სახალისო კოსტიუმებში გამოწყობილი მონაწილეები 100 მეტრიანი სასრიალო ბილიკიდან დაეშვნენ და ტრამპლინიდან პირდაპირ ცივი წყლით სავსე აუზში ჩახტდნენ. ღონისძიების მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია.