ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი ბაზრების ასათვისებლად სპარსეთის ყურის რეგიონიდან პრეს და ინფო ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციის მოწვევით ყატარიდან საქართველოს 13 წამყვანი ტუროპერატორი, 2 ჟურნალისტი (“Gulf Times” და “Al Raya”) და ავიაკომპანიის „Fly Dubai“ 2 წარმომადგენელი ესტუმრა. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები, იმყოფებოდნენ გუდაურსა და ყაზბეგში. ძველთბილისში ტური მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა. ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს, მოინახულეს ტურისტული ატრაქციები, დაათვალიერეს სასტუმროები, პარტნიორობის დამყარების მიზნით შეხვდნენ კერძო სექტორი წარმომადგენლებს. მოწვეული ტუროპერატორებისთვის ავიაბილეთები უზრუნველყო ავიაკომპანია „Fly Dubai“-მ. ყატარელემა ჟურნალისტები ადგილობრივი ბეჭდური და ელექტრონული მედიისთვის უკვე მოამზადეს საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატია, როგორც ინგლისურ, ასევე არაბულ ენაზე.