ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოფიციალურად გახსნეს თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მაღალი კლასის სასტუმრო “City Avenue”, რომელიც თურქული ინვესტიციით აშენდა. პრეზენტაციას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
სტუმრებმა დაათვალიერეს ახალაშენებული სასტუმრო, სადაც 37 ნომერია და პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. “City Avenue”-ს მშენებლობა 12 მილიონი ლარი დაჯდა. ამჟამად სასტუმროში დასაქმებულია 20 ადამიანი. როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, აღნიშნული განთავსების ობიექტი ინვესტორისთვის საპილოტე სასტუმროა და უახლოეს მომავალში ინვესტორი აპირებს 4 დამატებითი სასტუმროს გახსნას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რომლებსაც ოპერირებას გაუწევენ საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის, ერთ-ერთი, 100 ნომრიანი, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ibis” თბილისში, თამარ მეფის გამზირზე 2016 წელს შევა ექსპლუატაციაში.