მობილური გიდები „ჯინო ფერედაისში”
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მობილურ გიდებს „ჯინო ფერედაისში” უმასპინძლა. აკვაპარკის დაათვალიერებისა და „ჯინო ფერედაისის” საქმიანობის გაცნობის შემდეგ სტუდენტებმა აკვაპარკში მდებარე ატრაქციონებით, აუზებით, ფიტნესკლუბით და ტოპოგანით ისარგებლეს. მობილური გიდები აკვაპარკს სამშაბათობით ეწვევიან.
მობილური გიდების პროგრამის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინიტრაციამ უკვე 60 სტუდენტი შეარჩია. 30 ივლისამდე კიდევ 20 გიდის მიღება იგეგმება.
მობილური გიდი უცხოელ ტურტისტებს დედაქალაქის უკეთ გაცნობასა და საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. ამისათვის, კონკურსის მეშვეობით შერჩეულ კანდიდატებს დაურიგდებათ შესაბამისი ბეჭდვითი-სარეკლამო მასალა; ასევე ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტუდენტების სპეციალურ ბრენდირებულ ჩაცმულობას. დაინტერესებულმა პირებმა 20 ივნისის ჩათვლით CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე n.kinkladze@gnta.ge უნდა გააგზავნონ. პრაქტიკანტები გასაუბრების შედეგად შეირჩევიან.
„მობილურ გიდებს” პრაქტიკის წარმატებულად დასრულების შემდეგ შესაბამისი სერთიფიკატი და პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა გადაეცემათ.