image

Emotions are Georgia – China Roadshow – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როუდშოუები და სარეკლამო კამპანია ჩინეთში

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში — პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და ჩენგდუში — როუდშოუები „Emotions are Georgia – China Roadshow 2026“ გაიმართა.

ღონისძიებების ფარგლებში ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაციები ჩატარდა. ჩინელი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მთავარი მიზანია ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image

მსგავსი სიახლეები