image

ყურის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყურის ქვეყნებში აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია.

გაცნობითი ტურის ფარგლებში ისინი თბილისის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას და კულინარიას გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაში 30-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის, ტურების დაგეგმვისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები