image

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საპრეზენტაციო როუდშოუ გამართა

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში ღონისძიებები გამართა.

დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 20-მდე ქართული კომპანიაროუშოუებშიმონაწილეობდა. ღონისძიებაზე 50-მდე ადგილობრივი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. „როუდშოუებისფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ზამთრის კურორტების, ასევე ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო.  

B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.

მსგავსი სიახლეები