image

სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust-მა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“  საუკეთესო ეკო პროექტების სიაში შეიყვანა

მიმართულებები
ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust-ის „The Travel List  Green List“-ში შევიდა.

 The Travel Green List  სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust ყოველწლიური, გლობალური პრესტიჟული რეიტინგების სიაა.  ეს პროექტი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ იმ გამორჩეულ მიმართულებებს, ინიციატივებსა და ტურისტულ პლატფორმებს აერთიანებს, სადაც ეკომეგობრულ ტურიზმს ხელს უწყობენ .

 „ეს პროექტი მოგზაურებს საოჯახო კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც კერძებს ბუნებასთან აკავშირებს. „მზისკარი“ აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეთნოგრაფიულ, ტრადიციულ კულინარიას, მეღვინეობასა და საოჯახო სასტუმროებში არსებულ აგროტურისტულ გარემოს, სადაც კულტურა, უსაფრთხო და ინკლუზიური ტურისტული პროდუქტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ბიზნესების გასაძლიერებლად“,- წერს  Wanderlust  და მკითხველს პლატფორმის ექპერტის აზრს უზიარებს.

„მზისკარი“ მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობის დაკავშირება ტურიზმის საშუალებით, შემოქმედებითად წარმოდგენილი ვებგვერდის მეშვეობით“.

„მზისკარი“ საქართველოს რეგიონებში ავთენტური საოჯახო ობიექტების მოძიებით, ქმნის გასტრონომიულ გზამკვლევს მნიშვნელოვანი მისიით - შეინარჩუნოს ქვეყნის კულინარიული მემკვიდრეობა, მხარი დაუჭიროს რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს და გააღვივოს კულტურული მიმოცვლა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის.

 https://online.fliphtml5.com/tbpue/Binder_Optimized_245-LHKK/#p=152 

 

 

მსგავსი სიახლეები