image

საქართველო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე WTM London 2026

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში გამართულ ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე, World Travel Market (WTM) London 2026-ზე, ეროვნული სტენდით წარდგა.
ვიზიტორებსა და სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ სტენდზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავად გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს.
საქართველოს დელეგაციამ უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა.
გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალური პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციის, ტექნოლოგიების, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში საქართველოდან 20-მდე ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მონაწილეობდნენ.
გამოფენაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდა
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image

მსგავსი სიახლეები