image

მაია ომიაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ რუქ ალ მარს შეხვდა

მიმართულებები
ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ რუქ ალ მარს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ “აწარმოე საქართველოში” დირექტორი -მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე თორნიკე ჯობავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი ჯანჯღავა.
 მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ორმხრივი ტურისტული ნაკადების გაზრდას და საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მსგავსი სიახლეები