image

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში  უმსხვილესი მედიასაშუალებები გაეცნენ

მიმართულებები
ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, პეკინში სამოგზაურო მედია ფორუმში Travel Media Marketplace China - TMM China 2026  მიიღო მონაწილეობა.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის წარმომადგენლებმა ჩინეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის მედია ორგანიზაციებისა და ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის პრეზენტაციები გამართეს.

B2B ფორმატში შეხვედრები შედგა მედია ორგანიზაციების რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.

ჩინური მედიისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, დაინტერესდნენ საქართველოს კურორტებით, ინფრასტრუქტურითა და სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებით.

TMMChina2026-ზე წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი კომპანია, როგორც ჩინეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

TMMChina2026‑ზე საქართველოს მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე და ტურისტული ნაკადების მოზიდვას საქართველოში.

 

მსგავსი სიახლეები