საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

Le Figaro - „ლაშქრობა, ჰაიკინგი, პარაპლანით ფრენა - საზაფხულო თავგადასავლები საქართველოში”

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს.
Le Figaro-ს ჟურნალისტი იან ბერნარ გილბო მკითხველს საქართველოს უნიკალურ ბუნებასა და მრავალფეროვან ტურისტულ აქტივობებს აცნობს: ლაშქრობა, პარაპლანით ფრენა, კაიაკინგი, ხეობებში მოგზაურობა.
„ბუნებისა და სიწყნარის მოყვარული მოგზაურებისთვის ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო მიმზიდველია. საქართველოში ტურისტული ადგილები ალპებსა და კარპატებზე ნაკლებად ხალხმრავალია და ნელ-ნელა დამკვიდრდა, როგორც ადამიანზე მორგებული სათავგადასავლო მიმართულება“
, - წერს გილბო.
Le Figaro-ს ჟურნალისტი აღწერს თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, ყაზბეგის ეროვნულ პარკს.
„გუდაური ზამთარში სათხილამურო კურორტია, ზაფხულში კი ეს კურორტი პარაპლანის მოყვარულთა თავშეყრის ადგილია. აქ დაფრინავენ კლდეების, ხეობებისა და მთების თავზე“
, - წერს გილბო.
სტატიაში აღწერილია სვანეთი და თუშეთი, როგორც საქართველოს ორი ყველაზე ავთენტური მთიანი რეგიონი. ჟურნალისტი იან ბერნარ გილბო მკითხველს მესტიასა და უშგულს შორის არსებულ სალაშქრო მარშრუტს აცნობს. სტატიაში ხაზგასმულია ქართული სტუმართმოყვარეობა.
Le Figaro განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს მდინარეებსა და კანიონებს.
„საქართველოს აღმოჩენა მდინარეებითაც შეიძლება. დასავლეთ საქართველოში მარტვილის ხეობა განსაცვიფრებელია — აქ თქვენ ნახავთ ვიწრო კლდეებში გამდინარე სუფთა წყალსა და აყვავებულ მცენარეებს. აქ სეირნობა შეიძლება პატარა ნავით ან კაიაკით. ხეობაში სიჩუმეა და მხოლოდ ნიჩბების ხმა არღვევს ამ სიწყნარეს. უფრო ჩრდილოეთით, მდინარე რიონი ჯომარდობის მოყვარულებს იზიდავს. ადვილად მისადგომია, მაგრამ მდინარე საკმაოდ სწრაფია და მაგარ შეგრძნებებს აღვიძებს“
- წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

https://www.lefigaro.fr/voyages/montagne/trekking-randonnee-parapente-la-georgie-terrain-de-jeu-estival-pour-les-amateurs-de-grands-espaces-20250727

მსგავსი სიახლეები