image

200-ზე მეტი შეხვედრა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან-საქართველო ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული  კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. 

გამოფენას დაესწრო გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია.

გამოფენაზე საქართველოს სტენდი გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

სამი დღის განმავლობაში ITB ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი  შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და  PR კომპანიების წარმომადგენლებთან.

„ჩვენ ტრადიციულად გერმანულ ბაზარზე ძალიან აქტიურადვართ წარმოდგენილები. ჩანიშნული გვაქვს B2B შეხვედრები წამყვან კომპანიებთან. ვხვდებით მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმების, მედია გამოცემების წარმომადგენლებს, ვთავაზობთ საქართველოს ტურისტულპროდუქტებს, რომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიამომზადდეს საქართველოს შესახებ.გერმანია ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა,გერმანელებს ტრადიციულად უყვართ საქართველოში მოგზაურობადაჩვენცმსგავსიტიპისაქტივობებითმუდმივადვინარჩუნებთჩვენსპოზიციებსგერმანიისბაზარზე, რათაბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

შეხვედრები შედგა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, PR და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან:  Booking, Aviareps, BBC, National Geographic,  Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და ა.შ. 

“ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლახან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ მივწვდეთ იმ სტუმრებს, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ, რაც მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიებს და ვცდილობთ, მეტი ადამიანი მოვიზიდოთ ულამაზეს საქართველოში”-აღნიშნა Booking.com-ის წარმომადგენელმა კაროლინ ვერმეულენმა.

 

გამოფენის სტუმრების დიდი ნაწილი საქართველოს ტურისტული პროდუქტებით დაიტერესდა.  ITB Berlin-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ინფორმაციას იღებენ ტურისტული ადგილების, კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. 

ჩვენიკომპანიაუკვე 15 წელზემეტიააღნიშნულგამოფენაზეაწარმოდგენილი, როგორცინდივიდუალურად, ასევეტურიზმისეროვნულადმინისტრაციასთანერთად. შემიძლიავთქვა, რომესერთ-ერთიუმნიშვნელოვანესიგამოფენაaტურიზმისსფეროში, სადაცშეგიძლიაწარადგინოროგორცშენიპროდუქტიდაშეთავაზებები, ასევემოახდინოშენიქვეყნისდანიშნულებისადგილისრეკლამირება. ესარისერთ-ერთიმნიშვნელოვანიადგილიროგორცქვეყნისწარდგენისთვის, ასევეპროდუქტისპრომოუშენისთვის, არამხოლოდგერმანულბაზარზე, არამედსაერთაშორისოასპარეზზეც. ინტერესიზომიერადკარგია, მოლოდინებიდადებითია“,-განაცხადატურისტულიკომპანია „კავკასუსთრეველის“ წარმომადგენელმაგვანცა რაზმაძემ.

 

გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ გერმანელ კოლეგებთან, შეიმუშაონ და დაგეგმონ  ერთობლივი ტურისტული პაკეტები.

ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. 

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარზს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან. 

საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.

 

 

მსგავსი სიახლეები