საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

მაია ომიაძე-„წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით-ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია“

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო ibis Tbilisi Airport ოფიციალურად  გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალი სასტუმროს გახსნა, რომელიც მოემსახურება, როგორც ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს, ისე ტურისტებს. იცით, რომ ძალიან ბევრი ავიარეისი, სიხშირე და მიმართულება დაგვემატა და შესაბამისად წელს ძალიან ბევრ ახალ ტურისტს ველოდებით. ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია. ველოდებით ახალ სტუმრებს, როგორც საქართველოში, ისე თბილისში და კონკრეტულად ამ სასტუმროში”-განაცხადა მაია ომიაძემ.   

მულტიფუნქციურ სასტუმროში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდისდა კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის ინვესტიციით განხორციელდა.

ibis Tbilisi Airport 39,000 ² კომპლექსის განვითარების პირველი ეტაპია, რომლის მიზანია სატრანზიტო, ტურისტული და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები