საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში  გიდები გადაამზადა

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებით ქუთაისში გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

სასწავლო კურსი „გიდის პროფესიული უნარები, რეგიონული ტურიზმის დაგეგმარება და პიროვნული ზრდა“ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შედგა. ტრენინგი შპს ტურიზმის აკადემია „ნიუკას“-თან თანამშრომლობით ჩატარდა და იმერეთში მოქმედი 26 გიდი გადამზადდა.

სასწავლო პროგრამ დამწყები და პრაქტიკოსი კულტურული ტურიზმის გიდებისთვის თეორიულ ლექციებსა და ინტერაქციულ სემინარებს მოიცავდა.

ტრენინგის მიზანია გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი ნორმებით პროფესიული უნარების ელემენტების პრაქტიკული დემონსტრაცია და ათვისება.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა იმერეთისათვის  აქტუალური ღვინის, გასტრონომიის და ტურისტული რესურსების შემსწავლელი და ტურისტული პროდუქტების დაგეგმარების სემინარებსაც.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასწავლო კურსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.

მსგავსი სიახლეები