ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1-2 აგვისტოს გურიამ გემოფესტს მეორედ უმასპინძლა.
შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარედ, ორი დღის განმავლობაში სტუმრებს გემოების, მუსიკისა და გურული სტუმარმასპინძლობის განსაკუთრებული გარემო დახვდათ.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გურული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები, დაეთვალიერებინათ სამეწარმეო მარკეტი და აგროზონა, მონაწილეობა მიეღოთ საბავშვო შემეცნებით-გასართობ აქტივობებში, დასწრებოდნენ ბენდისა და DJ-ის მონაწილეობით გამართულ მუსიკალურ პროგრამას და გაცნობოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციას.
„გემოფესტი“ გაიმართა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით.



.webp)

