Euronews-ის ეთერით  საქართველოს საიმიჯო  ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო.  ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში კლიპი   Euronews-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას  საქართველოს ზამთრის კურორტებს,  ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის  კულტურას აცნობს.    სარეკლამო კამპანია  Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო  და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

“Winter in Georgia”-ის ვიდეორგოლის გარდა Euronews  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს შესახებ  სპეციალურ რეპორტაჟს და თბილისის ტურს ამზადებს, ასევე თბილისის ტურს მიეძღვნება ვიდეორგოლიც  რომელიც წამყვანი ევროპული ტელევიზიის ეთერით  გადაიცემა.

Euronews-ს 400 მილიონზე მეტი მაყურებელი  ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას 19 ქვეყანაში ატარებს:  გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.