2017 წლის იანვარი – ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +18.4%)
11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა, რაც 701,371-ით მეტია 2016 წლის იანვარი – ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.6%).
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
საერთაშორისო შემოსვლები ტიპების მიხედვით (2017 წლის იანვარი – ნოემბერი)
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2%, აშშ +24.2% და სხვა.
2017 წლის იანვარ – ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%), რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.
ნოემბრის თვის მონაცემები
2017 წლის ნოემბერში საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 64,851-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.1%)-ია.
ნოემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 201,056 შეადგინა, რაც 36,044-ით მეტია 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +21.8%).
2017 წლის ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთი (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%), თურქეთი (+6.8%), რუსეთი (+35.2%) და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბრის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +34.5%, საფრანგეთი +18.3%, იტალია +14.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +92.5% , ისრაელი +42.3%, ბელარუსი +41.5%, ინდოეთი +40.6%, რუსეთი +35.2%, ა შ შ +19.3% და სხვა.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
2017 წლის II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ (1,093,280,615) დოლარს (ზრდა +26%), რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.9%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +12.2%-ია.
2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.8%.
2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,799,989 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.