“Winter in Georgia” -საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი Euronews-ზე
Euronews-ის ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში კლიპი Euronews-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
“Winter in Georgia”-ის ვიდეორგოლის გარდა Euronews „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს შესახებ სპეციალურ რეპორტაჟს და თბილისის ტურს ამზადებს, ასევე თბილისის ტურს მიეძღვნება ვიდეორგოლიც რომელიც წამყვანი ევროპული ტელევიზიის ეთერით გადაიცემა.
Euronews-ს 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას 19 ქვეყანაში ატარებს: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.